სასიამოვნო განტვირთვა მოვაწყვეთ ფილმთან ერთად. ვიყურეთ ფილმი სახელწოდებით "უოლ-ი". ის ადამიანებისგან მიტოვებულ, ნაგვით სავსე დედამიწაზე დარჩენილი უკანასკნელი რობოტია. იგი 700 წლის განმავლობაში ცდილობს დედამიწის დასუფთავებას და ამასობაში ფრიად საინტერესო, ადამიანის მსგავს თვისებებს იძენს. ერთხელაც, როდესაც დედამიწაზე კოსმოსური ხომალდი ჩამოდის თანამედროვე, პრიალა რობოტთან ერთად, უოლ-ი ჩათვლის, რომ ნანატრი მეგობარი იპოვა და ხომალდის უკან გამგზავრებისას, მასთან ერთად, მალულად მიემგზავრება. ის ნახავს ადამიანებს რომლებიც სრულიად გადაგვარებული და უმოქმედოები არიან რადგან მათი ფსიქიქა მთლიანად კომპიუტერზე და ახალ ტექნოლოგიებზე არის დამოკიდებული. ფიზიკური მდგომარეობა კი სრულიად უმოქმედოა. უოლ-ი მათ დედამიწაზე ნაპოვნ ერთადერთ მცენარეს გადასცემს რისი წყალობითაც ისინი დედამიწაზე დაბრუნდებიან და რობოტების ტყვეობიდან თავს დააღწევენ. ფილმი მეტად საინტერესო და შინაარსიანი იყო ბავშვებისათვის. მათ ისაუბრეს თუ როგორ უნდა დაიცვან ბუნება განადგურებისაგან ასევე გამოიჩინონ კეთილგონიერება კომპიუტერთან და მობილურთან ურთიერთობის დროს, რადგან ისეთ სიტუაციაში არ აღმოჩნდნენ როგორშიც ფილმის გმირები იყვნენ.
დღემ სასიამოვნოდ და შინაარსიანად ჩაიარა.
დღემ სასიამოვნოდ და შინაარსიანად ჩაიარა.
არასასკოლო გარემო ზოგჯერ განტვირთვის საშუალებას გვაძლევს... ასე მოვიქეცით და ვუყურეთ ფილმს "საოცრება", სადაც აღწერილია ზუსტად იმ ასაკის ბავშვის ცხოვრება რა ასაკშიდაც ჩემი სადამრიგებლო კლასის ბავშვები არიან. ის ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, მის ძაღლთან ერთად სეირნობა, "ვარსკვლავური ომების" ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება. მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში. იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა - მას სახე არ აქვს. მან 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ გავს სხვა ბავშვებს. ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს. მისი თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს , რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს.
ფილმი ძალიან საინტერესო და შინაარსიანი იყო, ბავშვებმა გამართეს დისკუსია სადაც საუბრობდნენ თუ როგორ მოიქცეოდნენ მის ადგილას და როგორ შეცვლიდნენ მის ცხოვრებას
No comments:
Post a Comment