Friday, October 26, 2018

ჩემი პირველი შეხვედრა კლასთან...

2018-2019 სასწავლო წელი ჩემთვის ძალიან საინტერესო და მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. წილად მხვდა ბედნიერება ვყოფილიყავი ისეთი ბავშვების დამრიგებელი როგორებიც არიან მე-5ბ კალსის მოსწავლეები. პირველი რაც ვიგრძენი კლასში შესვლისას ეს იყო ბავშვების საოცარი თვალები რომლებიც მიყურებდნენ გაოცებით, სიყვარულით, სითბოთი.... ვიგრძენი რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დამაკისრეს. ვუყურებდი მათ და მემატებოდა სიცოცხლის ძალა, ძალა იმისა რომ ეს ბავშვები ძალიან ძვირფასია ჩემთვის და მე როგორც ადამიანს, როგორც დედას და დამრიგებელს უნდა მეზრუნა მათზე როგორც საკუთარ შვილებზე...
მინდა ვასწავლო მათ სიყვარული, მეგობრობა, სიკეთე, ადამიანობა, რომ ამ ცხოვრებაში საკუთარი თავი იპოვონ და დაიმკვიდრონ.... ვასწავლო ღვთის სიყვარული, რამეთუ მის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე...  გავაგებინო ცოდნის ძალა რომ წარმატებული გახდნენ ცხოვრებაში...  მინდა აკეთონ ის რაც მათ მოსწონთ და რისი მისწრაფებაც აქვთ...
გავიცანით ერთმანეთი და სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ.... მე თქვენ მიყვარხართ ბავშვებო...




No comments:

Post a Comment