Sunday, November 18, 2018

კლასის საათი თემაზე - „კომპიუტერული თამაშები ადამიანის ფსიქიკას ცვლის“


        ჩემი სადამრიგებლო კლასის (მე-5გ) მოსწავლეებს ვესაუბრე და ასევე ვაყურებინე ვიდეო რგოლი თემაზე - თუ როგორ ცვლის კომპიუტერული თამაშები ადამიანის ფსიქიკას. 

      ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მოზარდის ფსიქიკაზე განსაკუთრებულად უარყოფით გავლენას ახდენს ძალადობის შემცველი კომპიუტერული თამაშები, დაუშვებელია იმ მულტფილმების ნახვა, სადაც მულტფილმის შინაარსი ძალადობას, სისხლისღვრასა და იარაღის გამოყენებას ეხება, რომ ძალადობის შემცველი ფილმების, თამაშებისა და მულტფილმების ნახვა, სრულიად ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკასაც კი ცვლის.
        ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რამდენად ხშირად და რა დროის ხანგრძლივობით არის მოზარდი კომპიუტერთან ძალადობის ამსახველი თამაშისა თუ ფილმის ყურებისას.
ზოგადად ვისაუბრეთ იმაზე თუ რა ზიანის მოტანა შეიძლება გამოიწვიოს კომპიუტერთან ხშირად ყოფნამ. 
     საუბარი ძალიან საინტერესო და შინაარსიანი იყო. აზრთა სხვადასხვაობამ კამათი გამოიწვია და საბოლოოდ მივედით დასკვნამდე, რომ კომპიუტერი და ძირითადად თამაშები მათაც იტაცებს მაგრამ შეეცდებიან კომპიუტერი კარგი მიზნებისთვის გამოიყენონ და ითამაშონ არა ძალადობის შემცველი თამაშები არამედ გონების სავარჯოშოები რომელიც ასე მრავლადაა ინტერნეტ სივრცეში. ზოგადად ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ არ უნდა გავხდეთ კომპიუტერზე დამოკიდებული, მოვიხმაროთ იგი არა ცუდად, არამედ მივიღოთ მისგან საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია. 
    შევთანხმდით იმაზე, რომ არასოდეს გავხდებით კომპიუტერზე დამოკიდებული, პირიქით კომპიუტერი გახდება ჩვენზე დამოკიდებული....
















No comments:

Post a Comment