„ერთად ვაკეთოთ სიკეთე"
„არაფერია იმაზე კარგი შეგრძნება, რასაც სიკეთის კეთებისას შეიგრძნობს ადამიანი"...
ალბათ ყველა ადამიანი დაფიქრებულა იმაზე, თუ რა არის ცხოვრების აზრი. იქნებ ცხოვრების აზრი სიკეთის კეთებაშია, ისეთი სიკეთის, რომელსაც არ ითვლიან, რომლის სამაგიეროსაც არ ითხოვენ, იმ წმინდა სიკეთეში, რომელიც სამყაროს ალამაზებს და აძლიერებს....
გიორგობა 2018 წლის 23 ნოემბერი დღე რომელიც ერთ-ერთი ლამაზი და მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ბავშვების (მე-5გ კლასი) ცხოვრებაში.
ბავშვებმა გამოთქვეს კეთილი ნება სიკეთის კეთებისა და გადავწყვიტეთ დავხმარებოდით ჩვენს თანატოლებს და ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა მათთვის, ერთი ლამაზი დღე როდესაც ისინი ბავშვებად იგრძნობდნენ თავს.
ვესტუმრეთ ჩხობაძეების მრავალშვილიან ოჯახს, სადაც 8 ბავშვი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში იზრდება... მათი სურვილები მხოლოდ სათამაშოებით და საკვებით შემოიფარგლება. ბავშვებისა და მშობლების გულისხმიერებით ჩვენ მათ სურვილები აუსრულეთ. საკვები, სათამაშოები, სასკოლო ნივთები და თბილი ტანსაცმელი მივუტანეთ... გავამხიარულეთ, ვუმღერეთ და ლექსები მოვუყევით. მათ წმინდა ბავშვურ თვალებში მადლიერება იკითხებოდა....
წამოვიღეთ მათი ხელის ანაბეჭდები რადგან ხშირად შევხედოთ და არასოდეს დაგვავიწყდეს მათი სევდიანი, წყლიანი და დახმარების მოლოდინით სავსე თვალები...
ჩვენ კიდევ ვესტუმრებით მათ და კიდევ ერთხელ ვაგრძნობინებთ, სითბოს, სიყვარულს და მეგობრობას. ჩავუსახავთ იმედს მომავალი ცხოვრებისას.

No comments:
Post a Comment